Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის საქართველო 50 მილიონ ევროს მიიღებს
GBC news
26 May 2016, 23:25

თბილისი (GBC)  - ხუთშაბათს, „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში“ II ეტაპის (ENPARD Georgia II) საფინანსო შეთანხმებაზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.

"ENPARD I - იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამა ამ გზაზე, რომელიც ეხმარება სოფელს და სოფლის მეურნეობის განვითარებას. საქართველოს სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ პროგრამებთან ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერა სოფლის მეურნეობის დარგის თანამიმდევრული და მდგრადი განვითარების საშუალებას იძლევა. ეს კი, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ENPARD II, რომელიც 50 მილიონი ევროს მხარდაჭერას გულისხმობს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითრებას და ჩვენი ფერმერების კონკურენტუნარიანობის გააძლიერებას მოხმარედება”, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

პროგრამის განხორცილება 2016-2019 წლებშია დაგეგმილი და მისი მიზანი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის და რეფორმების ხელშეწყობა და მასთან დაკავშირებული სერვისების მიწოდების გაუმჯობესებაა.

პროგრამის მთლიანი ბიჯეტი 50 მილიონი ევროა, რაც საბიუჯეტო, საგრანტო და ტექნიკურ დახმარებას გულისხმობს.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ აღნიშნა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ საქართველო ახალი რეალობისა და გამოწვევების წინაშე დგას.

„ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში“ II ეტაპის (ENPARD Georgia II) ფარგლებში 2015 წელს უკვე დაიწო სამი საპილოტე პროექტის განხორციელება ლაგოდეხის, ყაზბეგის და ბორჯომის მუნიციპალიტეტბში. საპილოტე პროექტის მიზანი სოფლის განვითრებისთვის ახალი ინიციატივებისა და პროგრამების ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით შემუშავება წარმოადგენს“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

 

     
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი